მარგველაშვილი სააკაშვილის საქმეზე: ეს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვაა!

მარგველაშვილი სააკაშვილის საქმეზე: ეს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვაა!

"ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს, რადგან გვიჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ამ მუხლით დევნის განხორციელება ემსახურება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას",- ასე ეხმაურება პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას.

"მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით, სწორედ კოსტიტუციური მუხლით დევნის წამოწყება ბადებს ძალიან ბევრ კითხვას და სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ იმიჯს. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს, რადგან გვიჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ამ მუხლით დევნის განხორციელება ემსახურება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას",- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, არ არსებობს პრეცენდენტი, როდესაც პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებაზე შეიწყალოს ადამიანი, დევნა დაწყებულიყო.

"ვერ მოვიძიეთ პრეცენდეტი, სადაც პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებაზე შეიწყალოს ადამიანი სადმე, რომელიმე იურისპუდენციაში მომხდარა ამ უფლებიდან გამომდინარე დევნა. შესაბამისად, ვფიქრობ, საერთაშორისო თვალსაზირისთ ამ მუხლზე წარმოებული დევნა სერიოზულ კითხვებს ბადებს",- განაცახად მარგველაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.
 

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

21 მაისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. "ის უზარმაზი ტკივილი, რომელიც თქვენთან ერთად განვიცადეთ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით, ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდება, როდესაც საქმე იქნება...

ახალი სტატიები