ვოლსკი სააკაშვილის საქმეზე: პრეზიდენტმა უფლებამოსილების განხორციელებამდე დანაშაულებრივი სპექტაკლი არ უნდა დადგას

ვოლსკი სააკაშვილის საქმეზე: პრეზიდენტმა უფლებამოსილების განხორციელებამდე დანაშაულებრივი სპექტაკლი არ უნდა დადგას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, ნებისმიერმა პრეზიდენტმა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება უნდა განახორციელოს, თუმცა მანამდე „დანაშაულებრივი სპექტაკლი არ უნდა დადგას“. გია ვოლსმა ეს „რუსთავი 2“-ის ეთერში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას აღნიშნა.

„პრეზიდენტმა რა საკვირველია კონსტიტუციური უფლება უნდა განახორციელოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას ჰქონდეს ისეთი ფორმა, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა. ხანდახან ვფიქრობ, ხომ არ მეშლება, მაგრამ ქართულ თარგმანში ზუსტად ასეა ნათქვამი, რომ საერთაშორისო სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებით, რომელიც მოხდა სხვადასხვა სტრუქტურებს შორის და რომელიც დააგვირგვინა პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ. ამ გადაწყვეტილების წინაპირობა შექმნა პრეზიდენტმა, ამაზეა საუბარი. ამის უკან არის მთელი ისტორია, როგორ მზადდებოდა ეს შეწყალება.

სამართლებრივი შეფასება გააკეთა მხოლოდ ქართულმა სასამართლომ და ამის დასაბუთება მოახდინა საკმაოდ ვრცელი, დამაჯერებელი მასალით“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მსჯავრდებულთა მიმართ დაუსაბუთებელი შეწყალება გამოიყენა.

„მე გეუბნებით, რომ პრეზიდენტმა მართელბულად არ გამოიყენა თავისი საკონსტიტუციო უფლება.

ყველა სხვა შემთხვევაში, შეწყალების თვალსაზრისით ისევე როგორც მე-4 პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას რათქმა უნდა იყნებეს, მაგრამ ნებისმიერმა პრეზიდენტმა, ეს არის გაფრთხილება მომავალში, ნებისმიერმა თანამდებობის პირმა, რომელსაც გარკვეული დისკრეციული უფლება აქვს, ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა, თავისი საკონსტიტუციო უფლებამოსილება უნდა განახორციელოს, მაგრამ ამ უფლებამოსილების განსახორციელებლად, ასეთი დრამატურგია, სპექტაკლის დადგმა, სამართლებრივი გადაცდენა.... სამქე იმაშია, ამას წინ რა უძღოდა, დანაშაულებრივი ქმედებები...

ნებისმიერი პრეზიდენტი, მოქმედი თუ მომავალი, უნდ იყოს ორიენტირებული თავისი უფლებამოსილებების განხორციელებაზე, ამას არავინ უნდა ედავებოდეს, მაგრამ არ უნდა დადგას დანაშაულებრივი სპექტაკლი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა,ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღოს და თავისი ექსკლუზიური უფლებამოსილება განახორციელოს. მაგრამ თუ კი ამის წინაპირობად შექმნის იმას, რომ ეს ადამიანები გარკვეულ წილად იქნებიან შეპირება მიცემული, რომ მათი ჩვენებები სხვანაირი უნდა იყოს, და არა ისეთი როგორიც რეალობაში იყო, და ამისთვის მიიღებენ ისინი შწყალებას, სწორედ ამ წინაპირობებზეა საუბარი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები