სოფელ ბოდბისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

სოფელ ბოდბისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე სიღნაღის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სოფელ ბოდბისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა.

მალე ბოდბისხევს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი , ახალი საბავშვო ბაღი ექნება. პროექტის ფარგლებში კეთდება შიდა და გარე სამუშაოები, მოხდება ეზოს კეთილმოწყობა და გამწვანება. არსებული, ერთსართულიანი ამორტიზებული შენობა რამდენიმე წლის წინ დაიხურა. პროექტის ფარგლებში, მოხდა ძველი შენობის სრული დემონტაჟი და მის ადგილას შენდება ორსართულიანი საბავშვო ბაღი, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი სკოლამდელი განათლების მისაღებად.

სამუშაოების დასრულების შედეგად, 80-ზე მეტი აღსაზრდელი სკოლამდელ განათლებას კომფორტულ გარემოში მიიღებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
 

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

17 ივლისი, 2018

რუსთაველის ქუჩაზე მიმავალი მიკროავტობუსი ჯერ ველოსიპედს დაეჯახა, შემდეგ კი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას. ავარიის შედეგად დაშავდა არასრუწლოვანი, რომელიც ველოსიპედს მართავდა და „მერსედესის“ მძღოლი. დაშვებულები სასწრაფო...

ახალი სტატიები