დოლიძე:სააკაშვილი გირგვლიანის საქმეში ერთი ჭანჭიკია,მთავარი შემოქმედი სასამართლო სისტემაა

დოლიძე:სააკაშვილი გირგვლიანის საქმეში ერთი ჭანჭიკია,მთავარი შემოქმედი სასამართლო სისტემაა
06 / 01 / 2018 12:02

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის ანა დოლიძის შეფასებით, სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავე მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ არის.

მისი თქმით, ამ საქმის მთავარი „შემოქმედი“ წინა ხელისუფლების დროინდელი სასამართლო სისტემაა, რომლის მოსამართლეებიც მოქმედი ხელისუფლების პირობებში, არა თუ გათავისუფლდნენ, არამედ ზოგი დაწინაურდა კიდეც.

„რატომ ვუყურებთ 2012 წლიდან სასამართლო ხელისუფლებაში იმ ხალხს, რომლის გარეშეც ვერ შეიქმნებოდა ეს გადაწყვეტილება ვერანაირად?
მიხეილ სააკაშვილი მთელ ამ სცენარში, რომელიც აღწერილია თავად პროკურატურის საბრალდებო სიტყვასა და დასკვნაში, არის ერთი ჭანჭიკი, მთავარი შემოქმედი ამ საქმის ვინ არის, თუნდაც სტრასბურგის გადაწყვეტილების მიხედვით? - სასამართლო სისტემა, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილები დღესაც თავის ადგილას არიან. მეტსაც გეტყვით, ევა გოცირიძე, რომელიც ლევან მურუსიძემ ლამის ეროვნულ გმირად გამოაცხადა, დღეს დაწინაურებულია და გვიყურებს საკონსტიტუციო სასამართლოდან.

ცოტა თანმიმდევრულად მივხედოთ საქმეს, თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა იმ სლოგანით, რომ ქვეყანაში დაამკვიდრებდა ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანობას და ბოდიშს მოუხდიდა იმ ხალხს, რომელიც დაზარალდა ძალიან ბევრი წლის განმავლობაში , აქ საუბარია უამრავ ადამიანზე, სანდროს გარდა, ბუტა რობაქიძის მშობლებზე, რომლის მიმარ დღესაც არ არის დადგენილი სამართლიანობა. ვაზაგაშვილზე გითხრათ თუ რამდენი ჩამოვთვალო? თუ ყველა ის პოლიტპატიმარი ჩამოვთვალო, რომლის პროკურორები დღესაც პროკურატურაში მუშაობენ?

ამიტომ, როდესაც ავიღებთ მიხეილ სააკაშვილს, როგორც ერთ-ერთ შემოქმედს ამ სცენარში, თუ ჩვენ არ გვინდა დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს არის პოლიტიკურად გამომცხვარი ბრალდება, მაშინ შევხედოთ მთელ იმ მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მთელი 9 წლის გნმავლობაში , რომლის მთავარი სცენარის ავტორები არა მარტო სახლში არ არიან გაშვებულები, დაწინაურებულები იყვნენ 2012 წლიდან. მე როგორც ადამიანს, რომელიც ამ პროცესში ერთ-ერთი ვიყავი, ჩემს მეგობრებთან ეთად ძალიან დიდი საფუძველი გვაქვს ვიყოთ გაბრაზებული იმის მიმართ, რომ დღეს გამოცხვა საქმე, სადაც მიხეილ საკაშვილი არის თურმე ბრალდებული იმის გამო, რომ ვიღაც შეიწყალა, მთელი იმ უბედურების ფონზე, რომელიც ამ ქვეყანაში ტრიალებდა მთელი 9 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ანა დოლიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება