გია ვოლსკი: გირგვლიანის საქმეში სააკაშვილი ჭანჭიკი კი არა, დამნაშავეა

გია ვოლსკი: გირგვლიანის საქმეში სააკაშვილი ჭანჭიკი კი არა, დამნაშავეა
06 / 01 / 2018 12:46

მიხეილ სააკაშვილი ჭანჭიკი არ არის, მთელი შემოქმედია ამ სისტემის, ის გირგვლიანის საქმეში დამნაშავეა“, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გირგვლიანის საქმეში სააკაშვილი „ერთი ჭანჭიკია“, მთავარი „შემოქმედი“ კი სასამართლო სისტემაა, რომლის მოსამართლეები მოქმედი ხელისუფლების პირობებში არა თუ გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან, არამედ დაწინაურდნენ.

„სააკაშვილი ჭანჭიკი კი არ არის, მთელი შემოქმედია ამ სისტემის. ამ სისტემიდან 81 ადამიანი გასამართლდა, მათ შორის სანდრო გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიასაც წარდგენილი აქვს, კიდევ ბევრი სხვა არის, მათი გვარები და თანამდებობები შორს წაგვიყვანს.
სახელმწიფო სისტემა შეიქმნა ასეთი, კანონები შეიქმნა ისეთი, მოსამართლეებს მიეცათ ისეთი მითითება, რომ შექმნილიყო და სტრასბურგის ეს დადგენილება დამდგარიყო“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, „რატომ ჩააბარეთ სანდრო გირგვლიანის მოსამართლეს ლევან მურუსიძეს სასამართლო სისტემა?“, ვოლსკიმ უპასუხა: „საიდან მოიტანეთ, რომ სასამართლო სისტემა ლევან მურუსიძეს ჩავაბარეთ? სულელური შეკითხვაა და ვერ მოგცემთ ამაზე პასუხს, რას ქვია ჩავაბარეთ, სად არის მურუსიძე? თქვენ ამ სასამართლოსთან დაკავშირებით კონკრეტულად რა პრეტენზიები გაქვთ? რომელ განაჩენთან დაკავშირებით გაქვთ პრეტენზიები? რატომ გგონიათ რომ სასამართლოს ან მურუსიძის ადვოკატად მოვედი თქვენს გადაცემაში?. მე გეტყვით რატომ აკეთებთ ამას, რომ შექმნათ სიტუაცია - ჭანჭიკია საწყალი სააკაშვილი და მას არაფერი დაუშავებია“.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.
 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება