ვოლსკი: მარგველაშვილის მიმართ, ექსკლუზიური უფლების გამოყენებაზე, პრეტენზია არ არსებობს

ვოლსკი: მარგველაშვილის მიმართ, ექსკლუზიური უფლების გამოყენებაზე, პრეტენზია არ არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის, ასევე მომავალი პრეზიდენტების მიმართ არ იქნება პრეტენზია კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების გამოყენებასთან დაკავშირებით.

თუმცა, ვოლსკი აქვე დასძენს, რომ პრეზიდენტებმა ექსკლუზიური უფლების განსახორციელებლად დანაშაულებრივი ქმედებები არ უნდა ჩაიდინონ.

„გიორგი მარგველაშვილის, ან რომელიმე სხვა პრეზიდენტის, მომავალი პრეზიდენტების მიმართ, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით პოლიტიკაში, პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მან განახორციელოს ექსკლუზიური უფლება, არ არსებობს. არსებობს ერთადერთი საკითხი, მათ ექსკლუზიური უფლების განსახორციელებლად, არ უნდა ჩაიდინონ დანაშაულებრივი ქმედებები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ „რუსთავი 2“-ის ეთერში, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეს განიხილავდნენ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.
 

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები