ბესელია პრეზიდენტს: უფლების გამოყენებისას დანაშაულის დაფარვა რომ დადგინდება, ჩაითვლება თუ არა ეს უკანონო ქმედებად?

ბესელია პრეზიდენტს: უფლების გამოყენებისას დანაშაულის დაფარვა რომ დადგინდება, ჩაითვლება თუ არა ეს უკანონო ქმედებად?

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეწყალებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

"საუბარია იმაზე, უფლებამოსილება იყო ბოროტად გამოყენებული თუ არა. სასამართლომ ჩათვალა, რომ უფლებამოსილება იყო ბოროტად გამოყენებული", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ამასთან დეპუტატი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და კითხვით მიმართა.

"მე ახლა მინდა ძალიან კონკრეტული კითხვა დავსვა პრეზიდენტის კომენტარის და განცხადების შემდეგ, როდესაც მან თქვა, რომ ეს იყო კონსტიტუციური უფლების გამოყენება. უფლების გამოყენების დროს, როდესაც დადგინდება, რომ ადგილი ჰქონდა რაიმე დანაშაულებრივ მოტივს, შეიძლება დავასახელოთ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, დანაშაულის დაფავრა, ან სხვა რაიმე უკანონო მიზანი, ეს ჩაითვლება თუ არა უკანონო ქმედებად? ძალიან მარტივ კითხვას ვსვამ და ამ მარტივ კითხვაზე ნებისმიერ იურისტს, რომელსაც აქვს მინიმალური კვალიფიკაცია, შეუძლია პასუხი გასცეს", - აღნიშნა ეკა ბესელიამ. 

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები