ზაალ უდუმაშვილი: ნებისმიერი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ეყოლება, საფრთხის წინაშე დგას

ზაალ უდუმაშვილი: ნებისმიერი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ეყოლება, საფრთხის წინაშე დგას

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

"ქართულმა ოცნებამ" ეს პოლიტიკური დევნა გუშინ ოფიციალურად გააფორმა", -აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილი აქვე დასძენს, რომ საქართველოს ყველა მომავალი პრეზიდენტი საფრთხის წინაშე დგას, რადგან, მისი თქმით, ყველა, ვინც კონსტიტუციურ უფლებამოსილებას გამოიყენებს, შესაძლოა დააკავონ.

"ნებისმიერი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ეყოლება, დგას იმ საფრთხის წინაშე, რომ რომ ნებისმიერ დროს, მისი კონსტიტუციური უფლების და მოვალეობის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება იქნას დაკავებული, ან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს", - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.
 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები