წიაღის ეროვნული სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა

წიაღის ეროვნული სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა

წიაღის ეროვნული სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წიაღის ეროვნულ სააგენტოში გაერთიანდა ყოფილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციები.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმოწერით საკანონმდებლო მაცნეში სააგენტოს დებულება გამოქვეყნდა.

დებულების თანახმად, სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ეკონომიკის მინისტრი. სააგენტოს უფროსი შეიძლება იმავდროულად იყოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

სააგენტოს უფროს ეყოლება ორი მოადგილე.

სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციებია:

სასარგებლო წიაღისეულით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობისთვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარართვა და კოორდინაცია;

სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ( ან გამოვლინების) შესაბამისი რუკების მომზადება, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლების სამუშაოთა ორგანიზება;

მოსალოდნელი განაშენიანების ფართობზე სასარგებლო წიაღისეულის არსებობა-არარსებობის შესახებ დასკვნის გაცემა;

სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ინფორმაციის მომზადება გეოლოგიური ფონდური მასალებით;

მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების – სალიცენზიო მოწმობების გაცემა;

უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის(ების) წარმოება;

სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის ფარგლებში ათვისების გეგმის დამტკიცება;

წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობის სათანადო პირობების კონტროლის განხორციელება;

საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ყველა სახის ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო და სამეცნიერო გეოლოგიური სამუშაოების აღრიცხვა;

სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა.
კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და დამტკიცება, ასევე ნორმატიული აქტის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში, სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და მათ შესრულებაში მონაწილეობის მიღება;

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წიაღის მდგრადი მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან ურთიერთობის დამყარება, პროექტების შემუშავება და განხორციელება;

კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

სააგენტო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:

სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარატამენტი;

ლიცენზირების დეპარტამენტი;

სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახური;

საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახური;

ადმინისტრაციული სამსახური;

იურიდიული სამსახური.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები