მეგი გოცირიძე: გირგვლიანი არავის მოუკლავს, ის "გრუზინულ" ქუჩურ რაზბორკას შეეწირა

მეგი გოცირიძე: გირგვლიანი არავის მოუკლავს, ის "გრუზინულ" ქუჩურ რაზბორკას შეეწირა

"რა იყო გირგვლიანის ტრაგედიის მიზეზი და ბანალური "გრუზინული" ქუჩური "რაზბორკა", სადაც გირგვლიანი არავის მოუკლავს და ამას ამბობს სწორედ ქოცების გენპროკურორი არჩილ კბილაშვილი",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

"რა იყო გირგვლიანის ტრაგედიის მიზეზი და ბანალური "გრუზინული" ქუჩური "რაზბორკა", სადაც გირგვლიანი არავის მოუკლავს და ამას ამბობს სწორედ ქოცების გენპროკურორი არჩილ კბილაშვილი და თუ ის არავის მოუკლავს და ქუჩური "რაზბორკისთვის" რამოდენიმე წელი წელი ციხეში ისხდნენ ყოფილი ძალოვნები და შემდგომში 179 პირთან ერთად სასჯელი გაუნახევრდათ, მაშინ ეს რატომ უნდა გახდეს პრეზიდენტის დაპატიმრების მიზეზი თან იმ ხელისუფლების მხრიდან, რომლებმაც მკვლელები , ნარკოდილერები, პედოფილები , ტერორისტები და გამყიდველები გაანთავისუფლა ციხიდან?!

არჩილ კბილაშვილი : "მნიშვნელოვანად არის გამოძიებული სანდრო გირგვლიანის საქმე. სუფრის სცენა აბსოლუტურად გამოძიებულია. დარჩენილია ერთი ელემენტი, რომელიც გამოძიებას საჭიროებს - რა იყო გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი. ვერ ხერხდებოდა ზუსტად იმის დადგენა, ის მოკლულ იქნა, თუ გაქცევის დროს გარდაიცვალა, ჩვენ ვსაუბრობთ უტყუარად! გამოძიებამ ვერ განაცხადა რომ ეს გამოძიებულია, ყოველგვარი კითხვის ნიშნები უნდა იყოს მოხსნილი..ჩატარდა უამრავი ექსპერიმენტი, უამრავი საგამოძიებო მოქმედება, მაგრამ ეჭვები არ არის გამორიცხული და არ შეიძლება ადამიანს დააბრალო მკვლელობა, თუკი ყველა მტკიცებულებით ბოლომდე არ არის გამყარებული. ეს საკითხი ამ შემთხვევაში ობიექტურ სირთულეს წარმოადგენს",- აცხადებს გოცირიძე.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები