წულუკიანი: პრეზიდენტს შეუძლია მსჯავრდებულები შეიწყალოს, მაგრამ ეს უფლება კონტროლს ექვემდებარება

წულუკიანი: პრეზიდენტს შეუძლია მსჯავრდებულები შეიწყალოს, მაგრამ ეს უფლება კონტროლს ექვემდებარება
08 / 01 / 2018 14:33

"პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება შეიწყალოს მსჯავრდებულები, მაგრამ რა მიზნით და როგორ გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ამ უფლებას პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ეს კონტროლს ექვემდებარება",- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

"პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება შეიწყალოს მსჯავრდებულები, რაც უბრალო ენაზე ნიშნავს იმას, რომ მის მეტს არავის აქვს ამის უფლება, მაგრამ რა მიზნით და როგორ გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ამ უფლებას პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ეს კონტროლს ექვემდებარება და შესაბამისად, ვერანაირი ე.წ. მსუსსხავი ეფექტი ამ სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ ექნება",- განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც განაჩენი ძალაში შევა, ის სტრასბურგის მინისტრთა კაბინეტს გადაეგზავნება.

"როგორც კი ეს განაჩენი შევა ძალაში, ის თუკი სადმე გადაიგზავნება პირველ რიგში სტრასბურგში",- აცხადებს წულუკიანი.

5 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება