შს მინისტრის მოადგილე: ნარკოტიკების მოხმარების თვალსაზრისით ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა

შს მინისტრის მოადგილე: ნარკოტიკების მოხმარების თვალსაზრისით ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძემ უწყებაში ნარკოპოლიტიკის თემაზე ბრიფინგი გამართა.

როგორც მან განაცხადა, სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ე.წ. ქიმიური ნარკოტიკებსა და ბიოზე.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ნარკოპოლიტიკის საკითხს, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიური განხილვის საგანია.

არსებული სტატისტიკა და ფაქტები ცხადყოფს, რომ ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ამ საკითხის გადაწყვეტის დროში გახანგრძლივება კიდევ უფრო ამწვავებს მდგომარეობას.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ე.წ. ქიმიური ნარკოტიკების თვალსაზრისით და ბიოს მოხმარებით გამოწვეული ზიანის კუთხით.

შესაბამისად ეს ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, ამ მხრივ ჩვენ აწტიურად ვმუშაობთ და მძიმე ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ჩვენთვის პრიორიტეტი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ბალანსს ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისების აღკვეთას შორის.

„რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის ცვლილებას, ყველას კარგად გვესმის, რომ ნარკოპოლიტიკა ძალიან კომპლექსური საკითხია, რომელიც საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. ნარკოპოლიტიკა არ არის უბრალოდ დაჭერა-არ დაჭერის საკითხი.

ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, უნდა ეფუძნებოდეს ბალანსს ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისების აღკვეთას შორის.
შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს ბალანსი იყოს დაცული. სხვა მხრივ, ჩვენ მივესალმებით ეფექტიან ნარკოპოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში უნდა არსებობდეს.

ასევე გასათვალისწინებელია ახალი რეალობა, რომელიც ჩენ გვაქვს მარიხუანას მხრივ, კერძოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, შექმნა ახალი რეალობა, რასაც ჰქვია დეკრიმინალიზაცია მარიხუანას თვალსაზრისით. ამ მხრივ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი საკანონმდებლო მოწესრიგება გასატარებელი, რათა პრაქტიკაში და კანონმდებლობაში აღსრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

როგორც მან აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწოდებულია, რომ ქვეყანაში იყოს ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა.

„ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და კონსულტაციებს გავდივართ დარგის ექსპერტებთან, ჩვენი გუნდის წევრებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა საბოლოო პროდუქტის სახით მივიღოთ სწორედ ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ და აქვე აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შს მინისტრი გიორგი გახარია უახლოეს პერიოდში დამატებით განცხადებას გააკეთებს. 

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები