პრეზიდენტი: საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა აქილევსის ქუსლად რჩება

პრეზიდენტი: საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა აქილევსის ქუსლად რჩება

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მართლმსაჯულების სისტემა რჩება იმ აქილევსის ქუსლად, რომელიც პრობლემად გასდევს ფაქტიურად ყველა ხელისუფლებას", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშნა.

მისი თქმით, როდესაც 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა, ყველას ქონდა მოლოდინი, რომ მართლმსაჯულების სისტემა თვისობრივად გაუმჯობესდებოდა.

"თუმცა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების ნდობა, ზოგადად მართლმასჯულების მიმართ, სამწუხაროდ ბევრ კითხვას ვერ პასუხობას. არადა დამოუკიდებელი სასამართლო არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი ჩვენი სახელწმიფოებრიობის. ის არა მარტო უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების სამართლებრივ დაცულობას, არამედ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტი ჩვენი სახელმწიფოს ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების, ანუ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ეფექტური ფუქნციონირების. ხოლო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ერთ-ერთი იმ ორგანოთაგანი, რომელიც თავისი მანდატით ევალება უზრუნველყოს მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა და დამოუკდიებელი ფუნქციონირება.

არაერთხელ ჩვენ აღგვინიშნავს იმის თაობაზე, რომ მართლსამჯულების სისტემაში საკანონმდებლო ბაზა ჯერ კიდევ დასახვეწია.

მათ შორის იმაზეც გაგვისვამს ხაზი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ბოლომდე გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდიდა ამ ორგანოს, ესეც გასაკეთებელია.

თუმცა, არაერთხელ აღმინიშნავს მე იმის თაოაბზე, რომ მარტო საკანონმდებლო ბაზით, განსაკუთრებით ისეთი ფაქიზი სისტემა , როგორიცაა სასამართლო სისტემა, ქვეყნის მართლმსაჯულება, ვერ უზრუნველყოფს თვისობრივად უფრო ახალ და მაღალ საფეხურზე გადასვლას.

ამ როლს თამაშობენ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმით, პრინციპულობით, თავიანთი ერთგულებით, უზენაესი ღირებულებების მიმართ, ხაზს ვუსვამ არაპოლიტიკური კონიუქტურის, არამედ იმ უზენაესი ღირებულებების მიმართ, რომელსაც თითოეული მოქალაქე და განსაკუთრებით კი მოსამართლე უნდა ემსახურებოდეს.

ამ ადამიანებით შენდება უკეთესი სამართსლებრივი სისტემა. სწორედ ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილება, დავნიშნო ამ მაღალ და უაღესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ანა დოლიძე. დოლიძე არის გამაგრებული პროფესიონალიზმით, სიმამაცით, ღირებულებებისადმი ერთგულებით და ამ ყველაფრით არა თეორიულად, არამედ ბევრი წლის განმავლობაში, რომლის დროსაც ქალბატონი ანა ამტკიცებდა თავის უნარს, იყოს უაღრესად კვალიფიციური, მამაცი და ქვეყნის ღირებულებების, უზენაესი ღირებულებების ერთგული იურისტი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები