კობახიძე: მარიამ ლორთქიფანიძე თანამედროვეობის გამორჩეული და სამაგალითო მოღვაწე იყო

კობახიძე: მარიამ ლორთქიფანიძე თანამედროვეობის გამორჩეული და სამაგალითო მოღვაწე იყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ისტორიკოს მარიამ ლორთქიფანიძის გარდაცვალებას ეხმაურება:

''ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ისტორიის მემატიანის, დიდი ქართველი მეცნიერის, ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. მარიამ ლორთქიფანიძე ჩვენი თანამედროვეობის გამორჩეული და სამაგალითო მოღვაწე იყო. ქალბატონმა მარიამმა ურთულესი მისია აირჩია და იგი ამ მისიას მთელი ცხოვრების მანძილზე თავდადებით ასრულებდა - იგი მომავალ თაობებს ცოდნისა და პატრიოტული ღირებულებების მტკიცე ფუნდამენტს უქმნიდა. როგორც გამორჩეულმა პატრიოტმა და საზოგადო მოღვაწემ, მან თავად შექმნა ისტორია. მისი სახელი უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში, რომლის შესწავლასა და დაცვას ქალბატონმა მარიკამ მთელი ცხოვრება შეალია. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ ქალბატონი მარიკას ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს,'' - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები