სოფელ სნოში ადგილობრივები მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ

სოფელ სნოში ადგილობრივები მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ
09 / 01 / 2018 10:56

უკვე მეორე დღეა ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში, ადგილობრივები, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ.

მოსახლეობა მოითხოვს, დღეს მათ ადგილზე შეხვდნენ ეკონომიკისა და გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები, რათა მიიღონ ინფორმაცია თუ რატომ არ სრულდება მათთვის მიცემული პირობა, რომლის თანახმადაც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი დასახლებიდან მოშორებით არსებულ ქედზე უნდა აშენებულიყო.

"თავად ელექტროსისტემის ინფორმაციით, ეს ტექნიკურად შესაძლებელია და დამატებით ფინანსურ ხარჯებს არ მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის დაპირებისა, 8 იანვარს მოსახლეობის ინფორმირებისა და მათთან შეთანხმების გარეშე სამშენებლო ტექნიკამ სოფელ სნოში ეროზირებულ ტერიტორიაზე დაიწყო მუშაობა. პროექტის თანახმად, მაღალი ძაბვის გადამცემმა ხაზმა საცხოვრებელი სახლებიდან 30 მეტრში უნდა გაიაროს და მოსახლეების ეზოები გადაკვეთოს, რაც იქ ცხოვრებას შეუძლებელს გახდის.

მოსახლეობა მოითხოვს, რომ 9 იანვარს მათ შეხვდნენ ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების, ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები და მოხდეს გადამცემი ხაზის იქვე არსებულ ქედზე აწევის (2 ანძა) განხილვა, რაც მოსახლეობას პრობლემებს მოუხსნის", - ამის შესახებ ადგილობრივები აცხადებენ.

მათივე თქმით, მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მოსახლეობა აქციებს გეგმავს.

თეგები


Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება