ლადო ჭანტურიამ სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლის ფიცი დადო

ლადო ჭანტურიამ სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლის ფიცი დადო
09 / 01 / 2018 11:17

ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ფიცის დადების ცერემონიალი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 8 იანვარს გაიმართა. ღონისძიებას ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი, მოსამართლეები და სასამართლოს სამდივნოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლადო ჭანტურიამ ამ პოსტზე ნონა წოწორია შეცვალა. სტრასბურგის მოსამართლის მოვალეობას ის 9 წლის ვადით, 2018 წლის 8 იანვრიდან 2027 წლის 8 იანვრამდე შეასრულებს.

სტრასბურგის მოსამართლის პოსტზე ლადო ჭანტურია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 10 ოქტომბერს აირჩია. რეკომენდაცია მას ევროპის საბჭოს ასამბლეის სპეციალურმა კომიტეტმა გაუწია. ლადო ჭანტურიას გარდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად წარდგენილნი იყვნენ ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის მიზნით საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროცედურა შეიმუშავა; შეიქმნა საკონკურსო კომისიის უნიკალური მოდელი, რომელიც პროცესში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრების, საქართველოს სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადვოკატების ჩართულობას ითვალისწინებდა. კომისიის მუშაობა ღია იყო მედიის წარმომადგენლებისთვისაც. ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, დასწრებოდნენ კონკურსის დასკვნით ეტაპს − კანდიდატებთან გასაუბრებას. კომისიას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის განისაზღვრა მკაფიო კრიტერიუმები.

სტრასბურგის მოსამართლის კონკურსის პირველი ეტაპი 21 თებერვალს, მეორე კი 26 ივლისს გამოცხადდა. პირველი კონკურსის შედეგად წარდგენილი სიიდან ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ლადო ჭანტურიას, მეორე კონკურსის გამარჯვებულთაგან კი ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურები მოიწონეს.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება