პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტზე ნებისმიერი პირი მოსაზრებას დააფიქსირებს

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტზე ნებისმიერი პირი მოსაზრებას დააფიქსირებს

პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იგი პარლამენტის ვებგვერდზე ისეთი სახით გამოქვეყნდება, რომ ნებისმიერი პირი მასზე საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას შეძლებს. აღნიშნულს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი ითვალისწინებს, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია, ირინა ფრუიძე და გიორგი კახიანი არიან.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ამის მიზანი საჯარო კონსულტაციის გამართვაა.

კანონპროექტის ან მისი ცალკეული ნაწილის გამოქვეყნების გადაწყვეტილებას წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე იღებს, წინასწარ განსაზღვრული ვადით.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან ან მის ცალკეულ მუხლთან/პუნქტთან დაკავშირებით, ნებისმიერ პირს შესაძლებლობა ექნება კომენტარის სახით დააფიქსიროს მოსაზრება/შენიშვნა.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები