ანა დოლიძე: სასამართლოში ბევრი პრობლემაა, მე იქ საქმის გასაკეთებლად მივდივარ

ანა დოლიძე: სასამართლოში ბევრი პრობლემაა, მე იქ საქმის გასაკეთებლად მივდივარ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ანა დოლიძის შეფასებით, სასამართლო სისტემაში ბევრი პრობლემაა. ამასთან, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ორგანიზაციებისგან ხშირად ისმის კრიტიკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სჭირდება ქმედება და შედეგები. ვფიქრობ, თქვენ თუ გააჩერებთ მოქალაქეებს ქუჩაში, ნახავთ, რომ ბევრი მათგანი დღესაც სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. დადიან სასამართლოში და ეს საქმეები დევს თაროზე.

სასამართლოში არის ბევრი სისტემური პრობლემა და მე იქ მივდივარ საქმის გასაკეთებლად, იმ ხალხთან ერთად, რომელიც იქ დამხვდება.

მოსახლეობამ კარგად იცის მთელი ის თიგული კრიტიკისა, რომელიც არის იუსტიციის საბჭოს მიმართ გამოხატული. აქ მე არ გჭირდებით თქვენ, წაიკითხეთ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, ასევე ნებისმიერი ადგილორბივი ორგანიზაციის, სადაც მითითებულია მთელი რიგი პრობლემები, რომელიც ახასიათებს სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს.

მთავარი მათ შორის არის კარჩაკეტილობა, თვითნებობა. საბჭო ხშირად გადაწყვეტილებებს იღებს არათანმიმდევრულად, დაუსაბუთებლად, ახსნის გარეშე.
სასამართლოს პრობლემაა - ეფექტურობა. სასამართლოში მოქალაქე რომ მივა განქორწინებაზე, ქონების დაკანონებაზე, მემკვიდრეობის მიღებაზე, ან დავა აქვს მეზობელთან, ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც ის მივა, შეიტანს სარჩელს , საათობით კი არ უნდა სჭირდებოდეს რიგში დგომა, დროზე უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული.

ამ პრობლემების გამოსასწორებლად მივდივარ მე იქ. სიმართლე გითრათ, ვის რა წარმოდგენები აქვს, მე იქ პოლიტიკას გავატარებ... ეს ნაკლებად საინტერესოა, საინტერესოა ის, რომ სასამართლო უნდა იყოს ხალხის სამსახურში. იუსტიციის საბჭოს უნდა ესმოდეს, ის არის იქ იმისთვის, რომ სასამართლო გახადოს ხალხის სამსახურში“, - განაცხადა ანა დოლიძემ „იმედის“ ეთერში. 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები