კალაძე რაგბის სავარჯიშო კომპლექსზე: ეს ნათელი მაგალითია, თუ როგორ არ უნდა შეასრულო სამუშაოები

კალაძე რაგბის სავარჯიშო კომპლექსზე: ეს ნათელი მაგალითია, თუ როგორ არ უნდა შეასრულო სამუშაოები
09 / 01 / 2018 14:05

თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად, გლდანის რაიონში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ, რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა დღესვე გაიმართოს და ადგილზე არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად მუშაობა დროულად დაიწყოს.

''სამუშაოები, რომელზეც შვიდი მილიონი დაიხარჯა, გასული წლის მაისში დასრულდა. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა შეასრულო სამუშაოები. ნამდვილად შეურაცხმყოფელია ის, რაც ადგილზე ვნახეთ. მაისში გახსნილი სპორტული კომპლექსი, დღეს უკვე თავიდან არის სარეაბილიტაციო. შესაბამის სამსახურებს დავავალე, რომ დღესვე შეხვდნენ იმ კომპანიის წარმომადგენლობას, ვინც ეს სამუშაოები განახორციელა. აქ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს. ამიტომ, ამ ყველაფერს არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ხარისხზე ვართ ორიენტირებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიის მხრიდან შესაბამისი ღონისძიებები მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გატარდება.

''ჩვენ თვალს არაფერზე დავხუჭავთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებული რეალობა შეიცვალოს და გამოსწორდეს, რადგან სიტუაცია კატეგორიულად მიუღებელია'', - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

სპორტული ბაზა, რომელიც გასული წლის მაისში გაიხსნა, ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული და 1000 გულშემატკივარზეა გათვლილი.

სარაგბო კომპლექსის მშენებლობა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა შპს „საბა კონსტრაქშენს“ დაუკვეთა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო, რომლის საბოლოო ღირებულება 6 932 650.64 ლარით განისაზღვრა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება