პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი იქნება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი იქნება
09 / 01 / 2018 15:22

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილი წარადგინა. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნულ პოსტზე ანა დოლიძე შეცვალა, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრი გახდა.

ანა ნაცვლიშვილი 2012-2013 წლებში მუშაობდა ვენასა და პოლონეთში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) და ამავე ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში (დიაუო) სპეციალისტად. 2011-2012 წლებში მუშაობდა დიდ ბრიტანეთში გარდამავალი პერიოდის სამართლის ქსელში(ETJN) ასოცირებულ მკვლევარად. 2011 წელს მუშაობდა საქართველოში, საერთაშორისო ორგანიზაცია "ციხის საერთაშორისო რეფორმის" (PRI) კავკასიის ოფისში რეგიონალური პროექტის კორდინატორად. 2008 - 2010 წლებში მუშაობდა საქართველოში, ადამიანის უფლებათა ცენტრში (HRIDC) რეგიონული პროექტის კოორდინატორად. 2007-2008 წლებში, ადამიანის უფლებათა მესამე ათასწლეულის პროგრამის ფარგლებში, სტაჟირება გაიარა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ARTICLE 19"- ში, დიდ ბრიტანეთში და კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

2014 წლიდან 2017 წლამდე იყო საია-ს თავმჯდომარე.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება