2017 წლის დეკემბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 335 ფაქტი გამოავლინეს

2017 წლის დეკემბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 335 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის დეკემბრის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 335 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

აქედან, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა 149 ფაქტი, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 42 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 40 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 39 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 37 ფაქტი და ქვემო ქართლისა და აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოების ტერიტორიაზე - 28 ფაქტი.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 452მ3 ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 74 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 9 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
 

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

27 აგვისტო, 2018

რამდენიმე დღის წინ მესტიაში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები