ანა ნაცვლიშვილი: ქართული საზოგადოებისთვის ისეთივე ღია დავრჩები, როგორიც აქამდე ვიყავი

ანა ნაცვლიშვილი: ქართული საზოგადოებისთვის ისეთივე ღია დავრჩები, როგორიც აქამდე ვიყავი
09 / 01 / 2018 15:30

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაასახელა. ნაცვლიშვილი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ წარუდგინა საზოგადოებას, სადაც მათ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ის ისევე ღია იქნება საზოგადოებისთვის, როგორც აქამდე იყო.

"ჩემთვის იქნება უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი პატივი თქვენთან ერთად და ადმინისტრაციასთან ერთად ახლა უკვე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სტატუსთ გავაგრძელო მუშაობა და წვლილის შეტანა იმ უდიდეს საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოსთვის მაღალი სტანდარტის საკანონმდებლო ბაზის შექმნა, სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიის დაცვა და განმტკიცება ჩვენ ქვეყანაში.

მაქვს მზაობა და იმედი იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა და მუშაობა როგორც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე საკანონმდებლო პროცესით დაინტერესებულ და ამ პროცესში ჩართულ ყველა სახელმწიფო უწყებასთან იქნება დაფუძნებული პატივისცემის პრინციპზე, იქნება კონსტრუქციული და შედეგიანი. ბუნებრივია ქართული საზოგადოებისთვის დავრჩები ისეთივე ღია, როგორიც აქამდე ვიყავი", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პრეზიდენტმა მოქმედი საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა. ანა ნაცვლიშვილი 2014 წლის დეკემბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე იყო საია-ს თავმჯდომარე.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება