ქანთარია: ოთო აბესაძეს დანაშაული გაცნობიერებული აქვს, მისი სიცოცხლე ამას არ უნდა გადაყვეს

ქანთარია: ოთო აბესაძეს დანაშაული გაცნობიერებული აქვს, მისი სიცოცხლე ამას არ უნდა გადაყვეს

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ოთარ აბესაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

"საჯარო ინფორმაციით ცნობილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა და ის მძიმე შეცდომაა, რომელიც დანაშაულში გადაიზარდა, რაც მას მოუვიდა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია თავიდან ბოლომდე გაცნობიერებული აქვს, აღიარებს მას და არ მგონია რომ მისი სიცოცხლე ამ დანაშაულს უნდა გადაჰყვეს. ადამიანურად შემიძლია მისი პოზიცია დავაფიქსირო", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი - ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავეს.

ოთარ აბესაძე "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი იყო. 

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები