ნაცვლიშვილი: აზრთა სხვადასხვაობა იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია ეს ეთიკის ფარგლებში დარჩეს

ნაცვლიშვილი: აზრთა სხვადასხვაობა იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია ეს ეთიკის ფარგლებში დარჩეს
09 / 01 / 2018 18:10

პრეზიდენტის საპარლაენტო მდვანი ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ეთიკის ფარგლებში დაფიქსირდეს.

ნაცვლიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებსაც იგივე პოზიცია ექნებათ.

„პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ეს არის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პარლამენტში. შესაბამისად, მე ვიქნები იმ პოზიციების გამჟღერებელი და დამცველი, რაც ექნება პრეზიდენტს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, და სრულიად მზად ვარ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები დაფუძნებული იყოს ურთიერთპატივისცემის და შედეგიანი თანამშრომლობის პრინციპებზე. აზრთა სხვადასხვაობები ალბათ იქნება, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს აზრთა სხვადასხვაობები დარჩეს კონსტრუქციულობის და ეთიკის ფარგლებში.

მე ამისთვის რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებ და იმედი მაქვს, ასეთივე იქნება პარლამენტის განწყობაც.

ამ თანამდებობაზე მთავარი სირთულე და გამოწვევა არის ის, რომ ჩემი საქმიანობა და ურთიერთობა პარლამენტთან, მივიდეს კონკრეტულ შედეგებამდე, რომელიც ამ ქვეყნისთვის და ქვეყნის მოქალაქეებისთვის , მისი მომავლისთვის, დემოკრატიის დაცვისა და განმტკიცებისთვის იქნება მნიშვნელოვანი და ღირებული შენატანი.

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობებისა, კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებთან, ჩემი, ისევე როგორც პარლამენტარების, ყველა სახელმწიფო უწყების ამოსავალი წერტილი იქნება ამ ქვეყნის კონსტიტუცია და ქვეყნის ინტერესები. თუ ყველა ამ სტანდარტით ვიხელმძღვანელებთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი შედეგები დაიდება ამ ქვეყნისთვის და არა კონკრეტული ადამიანებისთვის“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა „იმედის“ ეთერში.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება