ანა ნაცვლიშვილი: პრეზიდენტის ვეტო არ უნდა იყოს ისე აღქმული, რომ ის უნდა გადაილახოს

ანა ნაცვლიშვილი: პრეზიდენტის ვეტო არ უნდა იყოს ისე აღქმული, რომ ის უნდა გადაილახოს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო არ უნდა იყოს ისე აღქმული, რომ ის უნდა გადაილახოს.

„პრეზიდენტის ვეტო, ეს უფლებამოსილება, რომელიც აქვს პრეზიდენტს, არის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური მუხრუჭი, რომელსაც ქვეყნის მეთაური იმ შემთხვევებში იყენებს, როდესაც ის ხედავს რისკებს უკვე მიღებულ კანონში და ამით აძლევს შესაძლებლობას საკანონმდებლო რგანოს, კიდევ მიუბრუნდეს კანონმდებლობას და ყველა ის შესაძლო, მნიშვნელოვანი, არსებითი პრობლემა, რომელიც კანონში ფიქსირდება, კიდევ ერთხელ გახდეს საქმიანი მსჯელობის და მიდგომის თემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ბერკეტი, რომელიც სწორად უნდა იყოს დანახული და აღქმული პარლამენტის მხრიდან, იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს კანონები, რომლის ამოსავალი წერტილი იქნება საჯარო სიკეთის და მოქალაქის დაცვა“, - აღნიშნა ანა დოლიძემ „იმედის“ ეთერში. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

12 ივლისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე, ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში მოკლე შეხვედრა გამართა აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები