ძლიერმა ქარმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა ქარმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა ქარმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა.განსაკუთრებით რთული ვითარებაა თელავსა და გურჯაანში.

ქარის შედეგად ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს ახდილი, მოგლეჯილია ხეები.დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები. ქარმა თელავის ცენტრალურ მოედანზე მდებარე საახალწლო ნაძვის ხეც წააქცია. მოსახლეობას ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში სტიქის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.მისივე თქმით, ზარალი საკმადოდ დიდია და დეტალურად ამ წუთებში მიმდინარეობს დათვლა.

ძლიერმა ქარმა ზარალი მოაყენა გურჯაანის მუნიციპალიტეტსაც, გურჯაანში, ახტალას მიმდებარე ტერიტორიაზე წაქცეულია მრავალწლოვანი ნაძვი, რამდენიმე შენობას კი სახურავი აქვს გადახდილი.

თემები:
მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

27 აგვისტო, 2018

რამდენიმე დღის წინ მესტიაში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები