კალაძე: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსებაზე 28 მილიონი ლარი არაეფექტურად იხარჯება

კალაძე: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსებაზე 28 მილიონი ლარი არაეფექტურად იხარჯება

''წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა პირველად იკრიბება. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს ახალი წელი და მინდა წარმატება გისურვოთ ქალაქის განვითარებისთვის დაგეგმილ საქმიანობაში. ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება 2018 წელი ჩვენი ქალაქისთვის და თითოეული ჩვენგანის როლი არის განსააკუთრებული'', - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთვარობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე განცხადა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების კუთხით პრობლემებია. მისივე თქმით, ამ მიმართულები 28 მილიონი ლარი არეფექტურად იხარჯება.

''დედაქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარების პარალელურად, მინდა შევეხო სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ერთ-ერთი ასეთია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის არსებული ფორმა. მე მგონია, რომ აქ ჩვენ გვაქვს პრობლემები. დაახლოებით 28 მილიონი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით და მგონია, რომ ეს არ არის ეფექტიანი, გამჭირვალობის თვალსაზრისითაც არსებობს პრობლემები და მინდა ილია ელოშვილს დავავალო, რომ მოხდეს ამ ინსტიტუციისა და მისი ფუნქციების ახლებურად გააზრება და განვითარდეს ის, როგორც მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის თანამშრომლობის ინსტიტუტი. ჩვენ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ და რაც მთავარია, ეს უნდა იყოს გამჭირვალედ. მგონია, რომ ბევრ სასიკეთო პროექტს განვახორციელებთ ამ მიმართულებით'', - განაცხადა კახა კალაძემ.

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

06 ივნისი, 2018

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა...

ახალი სტატიები