კალაძე: მადლობა თბილისის მოსახლეობას, რომელიც შემოუერთდა ჩვენს საახალწლო გამოწვევას

კალაძე: მადლობა თბილისის მოსახლეობას, რომელიც შემოუერთდა ჩვენს საახალწლო გამოწვევას
10 / 01 / 2018 12:18

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

''ახლახან დასრულდა სადღესასწაულო ღონისძიებები და მინდა მადლობა გადავუხადო მერიის თითოეულ თანამშრომელს, ადმინისტრაციას, კულტურის და სპორტის საქალაქო სამსახურებს, უსაფრთხოებას, კეთილმოწყობას, თბილსერვისს, ათივე გამგეობას და გამგებლებს, რადგან ათივე რაიონში ჩატარდა საახალწლო ღონისძიებები და თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ასევე, მადლობას ვუხდი კერძო სექტორს - განსაკუთრებით, იმ 17 კომპანიას, რომელმაც ქალაქის მთავრობასთან ერთად იზრუნა საახალწლო ღონისძიებებზე და მორთო სკვერები და პარკები საახალწლო ილუმინაციებით. ნამდვილად სასიამოვნოა, რომ კერძო სექტორთან შედგა თანამშრომლობა, ძალიან დიდი იყო მასშტაბები და ამისთვის ყველა იმ კომპანიას, რომელიც მონაწილეობდა საახალწლო ღონისძიებებში და ქალაქის მორთვაში, ძალიან დიდი მადლობა.

მადლობა თბილისის მოსახლეობას, რომელიც შემოუერთდა ჩვენს საახალწლო გამოწვევას და სხვადასხვა უბანში არაერთი აივანი მოირთო სადღესასწაულო დეკორაციებით. ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით წლევანდელი ახალი წელი და მომავალშიც ჩვენ მოგვიწევს თანამშრომლობა იმ მნიშვნელოვან პროექტებში, რომელიც დაგეგმილი გვაქვს ქალაქში'', - განაცხადა კახა კალაძემ.
 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება