კახა კალაძე: დედაქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენისთვის 62 მილიონი ლარია გამოყოფილი

კახა კალაძე: დედაქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენისთვის 62 მილიონი ლარია გამოყოფილი

2018 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა პირველად დღეს შეიკრიბა, სადაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წლის გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2018 წელს სხვა საკითხებთან ერთად, პრიორიტეტული იქნება დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარება, კერძოდ, მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესება.

"ამ მიმართულებით იგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რათა დედაქალაქის მოსახლეობისთვის კომფორტული გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გარდა ამისა, განხორციელდება საგზაო პროექტები, რომლებიც დედაქალაქის კონკრეტულ მონაკვეთებში მნიშვნელოვნად განტვირთავს საავტომობილო მოძრაობას. ჩვენ ვიცით, რომ ამ მიმართულებით სერიოზული უკმაყოფილებაა და პრობლემა არის საცობების თვალსაზრისით", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, დედაქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენისთვის წელს 62 მილიონი ლარია გამოყოფილი.

"2018 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი დედაქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა იქნება. ჩვენ გასული წლის ბოლოს დავიწყეთ ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები და იქ არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია-რესტავრაცია. წელსაც გამოყოფილი იქნება 62 მილიონი ლარი, რათა ისტორიული უბნების რეაბილიტაცი განხორციელდეს და აქ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ პროცესში პრიორიტეტული ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნება იქნება. წელსვე დაგეგმილი გვაქვს გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, მშრალი ხიდის და მისი მიმდებარე 9 მარტის ბაღის სრული რეაბილიტაციაც.

მე მგონია, რომ ძველი თბილისის იერსახის აღდგენა და რეაბილიტაცია ჩვენი გუნდისთვის ამ ოთხი წლის განმავლობაში არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს დედაქალაქს გააჩნია და ამ ყველაფერს ჭირდება მოვლა-პატრონობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები