წულუკიანი: ვიმედოვნებ, პრეზიდენტი მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით ნეგატიურ პოლიტიკას არ გააგრძელებს

წულუკიანი: ვიმედოვნებ, პრეზიდენტი მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით ნეგატიურ პოლიტიკას არ გააგრძელებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის 26 დეკემბრის ბრძანებულებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ენიჭება უფლება საქართველოს მოქალაქეობის მსურველების განაცხადების განხილვა. მინისტრი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი არ გააგრძელებს იმ ნეგატიურ პოლიტიკას, რომლის მიხევითაც გასულ წელს ძალიან ბევრ საქართველოს ყოფილ მოქალაქეს ან საქართველოში დაბადებულ პირს უარი ეთქვა მოქალაქეობის მინიჭებაზე.

"პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იუსტიციის სამინისტროს მომსახურების სააგენტო კანონის განაწესის მიუხედავად მოქალაქეობის მსურველების განცხადებების განხილვას ვეღარ შეძლებს. სამწუხაროდ შარშან 565 პირს, რომლეთაგან 89% იყოს საქართველოს ყოფილი მოქალაქე, საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი, ან საქართველოში დაბადებული საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეობის მინიჭებაზე უთხრა უარი. მე მინდა მჯეროდეს, კომისიის თავისთან გადატანით საქართველოს პრეზიდენტი მის ამ ნეგატიურ პოლიტიკას არ გააგრძელებს", - განაცხადა წულუკიანმა. 

გარდაბანში, პოლიციელისთვის ქრთამის სახით 20 000 ლარის გადაცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

გარდაბანში, პოლიციელისთვის ქრთამის სახით 20 000 ლარის გადაცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

18 აპრილი, 2018

პროკურატურის და შსს-ს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. "2018 წლის 17 აპრილს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შინაგან საქმეთა...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები