პრემიერი: გამოძიებამ სპეცოპერაციის საკითხზე არსებულ კითხვებს სწრაფად უნდა უპასუხოს

პრემიერი: გამოძიებამ სპეცოპერაციის საკითხზე არსებულ კითხვებს სწრაფად უნდა უპასუხოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, ხელისუფლების ინტერესია, რომ პროკურატურის ეფექტურმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, რომელიც ჩატარებულ სპეცოპერაციებს ეხება, პასუხები გასცეს.

"მინდა შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას, ეს არის ტერორიზმი, გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და ჩვენი სახელმწიფოც აკეთებს ყველაფერს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა, როდესაც ამ გამოწვევასთან ბრძოლა საკუთარ ქვეყანაშ გიწევს, მით უფრო, როცა საკითხი ეხება ჩვენს მოქალაქეებს არის ძალიან მგრძნობიარე და საფრთხილო. ჩვენმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს რამდენიმე სპეცოპერაცია და სწორედ ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილებას ეხებოდა ყველა მათგანი. ამ ოპერაციებს შეეწირა ჩვენი უსაფრთხოების ერთ თანამშრომელი, დაგვეჭრა 4. ეს ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას",- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, "პირველ რიგში, სწორედ ხელისუფლების ინტერესია, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე ვადაში გასცეს პასუხები".

"ამიტომაც, დღეს, ამ ვიტარებაში წინასწარ განცხადებების და დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს",- აღნიშნა პრემიერმა.

პარლამენტმა საქართველოს პრემიერმინისტრად მამუკა ბახტაძე აირჩია

პარლამენტმა საქართველოს პრემიერმინისტრად მამუკა ბახტაძე აირჩია

20 ივნისი, 2018

99 მომხრე , 6 წინააღმდეგი - პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გახდა; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ჩერქეზიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით...

ახალი სტატიები