ზაზა ბიბილაშვილი: 19 წლის ადამიანის ლოგინში ჩაცხრილვით გვეუბნებიან, რომ პრობლემა მორჩა

ზაზა ბიბილაშვილი: 19 წლის ადამიანის ლოგინში ჩაცხრილვით გვეუბნებიან, რომ პრობლემა მორჩა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაზა ბიბილაშვილის შეფასებით, საქართველოში საერთაშორისო ტერორისტების ჯგუფი შემოიყვანეს, ამის შესახებ კი, ხელისუფლებას ინფორმაცია ჰქონდა.

"საქართველოში ვიღაცამ შეიმოიყვანა საერთაშორისო ტერორისტების ჯგუფი, მათ მიაწოდა დიდძალი შეიარაღება და ამის შესახებ ცხადია ხელისუფლებამ იცოდა", - აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა.

მისი თქმით, პანკისში სპეცოპერაციის ჩატარებისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრით, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებას დაანახოს, რომ ტერორიზმთან დაკავშირებული პრობლემა დასრულდა.

"დღეს 19 წლის ადამიანის საკუთარ ლოგინში ჩაცხრილვით გვეუბნებიან, რომ მორჩა პორობლემა. ეს იყო ადამიანი, ვინც ყველაფრის უკან იდგა და შესაბამისად, დაიშალეთ, ყველაფერი კარგად არის.

ბუნებრივია ეს ასე არ არის, ბუნებრივია დადგება როგორც სისხლისსამართლებრივი, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ყველა იმ ადამიანისა, ვინც ამ საქმის უკან დგას", - აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა. 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები