იან კელი: სასიხარულოა, რომ კალაძე აპირებს, ძალისხმევა ქალაქში ცხოვრების დონის ამაღლებისკენ მიმართოს

იან კელი: სასიხარულოა, რომ კალაძე აპირებს, ძალისხმევა ქალაქში ცხოვრების დონის ამაღლებისკენ მიმართოს
11 / 01 / 2018 14:03

თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივასა და სამომავლო პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.

თბილისის მერმა აშშ-ის ელჩს ის პრიორიტეტები გააცნო, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ დედაქალაქის ეფექტური განვითარებისა და სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად შეიმუშავა.

''დღევანდელ შეხვედრაზე აშშ-ის ელჩს ჩვენი სამომავლო გეგმები გავაცანით, თუ რა პროექტები გვაქვს დაგეგმილი 2018 წელს. ვისაუბრეთ ასევე, პრიორიტეტებზე, რაც ტრანსპორტის განახლება-მოწესრიგებას ეხება. საცობების თვალსაზრისით, ქალაქში სერიოზული პრობლემები არსებობს და ჩვენ, უახლოეს დღეებში ვაპირებთ, წარმოვადგინოთ სტრატეგია, რომელიც წლების მიხედვით იქნება გაწერილი. ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. წელს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით, 62 მილიონი ლარი დაიხარჯება'', - განაცხადა თბილისის მერმა.

იან კელის თქმით, დასაფასებელია ის ძალისხმევა და აქტიურობა, რომელსაც დედაქალაქის ახალი ხელმძღვანელობა თბილისის კულტურული და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართავს.

აშშ-ის ელჩმა თბილისის მერს პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

''მოხარული ვარ, რომ თბილისის მერს შევხვდი. მისგან მოვისმინე, თუ რა მიაჩნია ქალაქის განვითარების პრიორიტეტებად. თბილისი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დედაქალაქია, არამედ იმიტომაც, რომ ის ქვეყნის ეკონომიკის ბირთვია. ძალიან სასიხარულოა, რომ მერი აპირებს, ძალისხმევის დიდი ნაწილი ქალაქში ცხოვრების დონის ამაღლებისკენ მიმართოს. ეს შეეხება ყველა მოქალაქეს და რა თქმა უნდა, ჩვენც - საელჩოს, რადგანაც თბილისის ნაწილი ვართ'', - აღნიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება