აშშ-ის სამოგზაურო რეკომენდაციებში საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაშია

აშშ-ის სამოგზაურო რეკომენდაციებში საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაშია

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგზაურებისთვის უსაფრთხოების ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა და ქვეყნები უსაფრთხოების მიხედვით ოთხ კატეგორიად დაყო. საქართველო პირველ, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში მოხვდა.

ჯგუფის ქვეყნებში, რომელშიც საქართველოცაა შეყვანილი, უსაფრთხოების ზომები საკმარისადაა დაცული. პირველ კატეგორიაში ასევე მოხვდა სკანდინავიის ქვეყნები, ავსტრია, შვეიცარია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, კანადა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, გარდა რუსეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინისა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში არ იმოგზაურონ.

"ამ რეგიონებში რუსული ჯარებია მობილიზებული და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების იდენტიფიცირება რთულია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხვედრის შემთხვევაში შესაძლოა დაგაპატიმრონ ან დაგაჯარიმონ. რეგიონში აგრეთვე ხშირია თავდასხმის, ძალადობისა და ადამიანების გატაცების ფაქტები. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ვერ შეძლებს ამერიკის მოქალაქეებს ამ რეგიონებში დაეხმაროს", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები