თალაკვაძე: მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა საქართველოს უკვე 25 წელია ენდობა და მხარს უჭერს

თალაკვაძე: მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა საქართველოს უკვე 25 წელია ენდობა და მხარს უჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აშშ-ს სახელწმიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში შეყვანას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ ტურისტის ჩამოსვლას საქართველოში და სასტუმროები, სატრანსპორტო კომპანიები უნდა მოემზადონ ამისთვის.

''აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელი მოგზაურებისთვის საქართველო პირველ, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში შეიყვანა.

ეს ნიშნავს, რომ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში. მცირე და საშუალო ბიზნესი, ოჯახური ტიპის სასტუმროების მფლობელები, სატრანსპორტო კომპანიები უფრო მეტისთვის უნდა მოემზადონ.

მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა საქართველოს, როგორც პარტნიორს უკვე 25 წელია ენდობა და მხარს უჭერს - დღეს კი უბრალო ამერიკელები ენდობიან საქართველოს, როცა გეგმავენ სად იმოგზაურონ,'' - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ნუკრი ქანთარია: "ხვალ გამოჩნდება ვინ არის ერთგული, ვის უფრო უყვარს მამული"

ნუკრი ქანთარია: "ხვალ გამოჩნდება ვინ არის ერთგული, ვის უფრო უყვარს მამული"

18 აპრილი, 2018

"ხვალ გამოჩნდება ვინ არის ერთგული, ვის უფრო უყვარს მამული" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა. ქანთარიას განცხადებით, თუ კონკრეტულად რაზე იქნება საუბარი სხდომის დასრულების შემდეგ...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები