სოზარ სუბარი: პანკისის სპეცოპერაცია აუცილებელი იყო, ის პროფესიონალურად ჩატარდა

სოზარ სუბარი: პანკისის სპეცოპერაცია აუცილებელი იყო, ის პროფესიონალურად ჩატარდა

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, პანკისში სპეცოპერაციის ჩატარება აუცილებელი იყო და პროფესიონალურად ჩატარდა.

მოხდა თუ არა პანკისის სპეცოპერაციისას უფლებამოსილების გადამეტება, მინისტრი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

"ამასთან დაკავშრებით ჩემი მოსაზრება მაქვს, თუმცა კომენტარს არ გავაკეთებ. სანამ გამოძიება არ დასრულდება, ჩემგან კომენტარის გაკეთება სწორი არ იქნება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, სპეცსამსახურები, რომლებიც ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულები, ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყოს დაცული.

"მათ შორის იმ ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული, რომლებსაც დღეს ძალიან სტკივათ გული მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო.

ნებისმიერი ახალგაზრდის დაკარგვა ძალიან დიდი ტკივილია არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ქვეყნისთვის, მაგრამ ეს ტკივილი იწყება მაშინ, როდესაც ამ ადამიანებს შეიძლება გარკვეული კავშირი გაუჩნდეთ ტერორიზმთან. ამიტომ არის ტერორზმთან ბრძოლა აუცილებელი, რათა ასეთი ახალგაზრდების ჩათრევა არ მოხდეს მსგავს საქმიანობაში", - აღნიშნა სოზარ სუბარმა. 

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები