საქართველოს პრეზიდენტმა 40 კანონს მოაწერა ხელი

საქართველოს პრეზიდენტმა 40 კანონს მოაწერა ხელი
11 / 01 / 2018 15:55

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ხელმოწერილ კანონებს შორის არის საავტორო უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ, მარტოხელა მშობლის, ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციების შესახებ კანონები.

"პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშვნის შემდეგ მინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენო იმ საკანონმდებლო მუშაობის შესახებ, რაც მიმდინარეობს ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ ვიმუშავეთ პარლამენტის მიერ დეკემბრის თვეში მიღებულ კანონებზე. პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა 40-მდე კანონს. მიხარია, რომ ამ კანონების დიდი ნაწილი მიმართულია საქართველოს მოქალაქეების რიგი უფლებების უკეთ დასაცავად.

განსაკუთრებით გამოვყოფდი ცვლილებებს, რომლებიც ემსახურება საავტორო უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებას, ასევე იმას, რომ სახელმწიფო უწყებებმა უფრო კოორდინირებულად და ეფექტურად იმუშაონ ძალადობის მსხვერპლების და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების დასაცავად და ამისთვის შეიქმნება პროცედურები. ასევე მარტოხელა მშობლების შვილებს ავტომატურად აღარ შეუწყდებათ სოციალური დაცვის გარანტიები, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ მათი მშობელი რეგისტრირებულ ქორწინებაში შევა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების მიხედვით, გაიზრდება დამოუკიდებელი ინსტიტუტის ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციები საფინანსო სექტორთან მიმართებაში, რაც ასევე აქტუალური თემაა საზოგადოებისთვის.
მისასალმებელია, რომ ამ ცვლილებების ნაწილი განპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებით. ევროპული სტანდარტის და სულისკვეთების კანონმდებლობის შექმნა და შემდეგ ამ კანონების პრაქტიკაში განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველო შედგეს და ჩამოყალიბდეს როგორც ევროპული ტიპის ძლიერი დემოკრატია.

ამ მიმართულებით ჩვენ ველოდებით შემდგომ საკანონმდებლო სამუშაოებსაც. ერთერთი კანონი, რომელიც ასევე იყო სამუშაო პროცესის ნაწილი, ეს არის "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები. ამ ცვლილებებით გარკვეულწილად იცვლება მოსამსახურეთა მდგომარეობა. აქამდე წვევამდელებს შეეძლოთ, რომ მცირე ანაზღაურების საფასურად ემსახურათ სპეციალური დაცვის სამსახურში.

ახლა კანონი ითვალისწინებს გარკვეულ ცვლილებებს და შესაძლებელია, რომ კონტრაქტის გარეშეც მოხდეს მათი ამ სამსახურში აყვანა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ცვლილებას არ მივესალმებით. ვფიქრობთ, რომ ამ საკითხის ფინანსური მხარის გადაწყვეტა სხვაგვარადაც იყო შესაძლებელი.

სამწუხაროა, რომ ასე არ მოხდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს ამ კანონებს და ისინი ძალაში შევა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა და ასევე, საზოგადოებამ აქტიურად მიადევნოს თვალი, იმას, თუ როგორ განხორციელდება და დაინერგება ეს კანონები ყოველდღიურ ცხოვრებაში", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება