სოფო კილაძე: ჩვენს ქვეყანაში ტერაქტები არ ხდება და ამას დაფასება სჭირდება

სოფო კილაძე: ჩვენს ქვეყანაში ტერაქტები არ ხდება და ამას დაფასება სჭირდება
11 / 01 / 2018 18:25

„ჩვენი სპეცსამსახურები ძალიან ეფექტანად ახერხებენ იმას, რომ აღკვეთონ ტერაქტები. ვიცით, რომ ტერაქტები არაერთ ძალიან განვითარებულ და დაცულ ქვეყანაში განხორციელდა, რასაც სამწუხაროდ ასეულობით და ათასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ეს საბედნიეროდ საქართველოში არ ხდება და ამას დაფასება სჭირდება“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა და ამას აშშ-ც აცხადებს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს უსაფრთხო ქვეყანა. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, 90-იანი წლები, როდესაც ქვეყანაში იყო დესტაბილიზაცია და იქ ადამიანის უფლებების დაცვაზეც კი საუბარი ზედმეტი იყო.

დღეს ჩვენ გვაქვს დაცული სახელმწიფო, ამ ურთულეს რეგიონში გვაქვს საქართველო, რომელიც აშკარად ძალიან ეფექტიანად ებრძვის ტერორიზმს. ღმერთს მადლობა და ასევე მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მუხლჩაუხრელად მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტერორისტების საპარპაშო არეალი არ იყოს. სწორედ ამის დამსახურებაა, დღეს აშშ აცხადებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში, და რეკომენდაციას აძლევს თავის მოქალაქეებს, რომ იმოგზაურონ საქართველოში“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.
 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება