თურქული მხარე ბათუმში საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნას გეგმავს

თურქული მხარე ბათუმში საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნას გეგმავს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დეპუტატი არჩილ ხაბაძეთურქეთის ქალაქ ტრაბზონის ყოფილ მერს, ავრაზიის უნივერსიტეტის დამფუძნებელს, ომერ ილდიზს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განათლების სფეროში თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოში საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან მჟავანაძე.

ავრაზიის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა უნივერსიტეტის შესახებ ისაუბრა, სადაც ამჟამად 10 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. მისი თქმით, ეს უნივერსიტეტი, განათლების ინვესტირების გარდა, ახალგაზრდა თაობის მოზიდვისა და ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ცენტრიც არის.

ომერ ილდიზმა მასპინძლებს, ასევე, ქალაქ ბათუმში საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა გააცნო, რომელიც 5 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი და სადაც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლება ინგლისურ ენაზე წარიმართება.

''ამ ეტაპზე მიმდინარეობს უნივერსიტეტის დაფუძნების, ავტორიზაციისა და აკრედიტაციისთვის აუცილებელი სამართლებრივი პროცესები'', - აღნიშნა ომერ ილდიზმა.

მარიამ ჯაშის მოსაზრებით, ეს იდეა მისასალმებელია. „რადგან მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია განათლების რეფორმა, მათ შორის, განათლების ინტერნაციონალიზაცია. დღეისთვის საქართველოში 10 000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს და ბათუმი გახდეს ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი ამ მიმართულებით“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

27 აგვისტო, 2018

რამდენიმე დღის წინ მესტიაში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები