სოფო კილაძე: ტერორიზმს დანაშაულებრივ წრეებში დიდი მხარდაჭერა აქვს

სოფო კილაძე: ტერორიზმს დანაშაულებრივ წრეებში დიდი მხარდაჭერა აქვს
12 / 01 / 2018 10:42

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების საქართველში შემოსვლასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ლეგიტიმური კითხვები არსებობს.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას ინფორმაციაც მიაწოდა.

თუმცა, კილაძე მიიჩნევს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი ინფორმაციის გავრცელება საფრთხის შემცველია, რადგან ამ ინფორმაციას მშვიდობიანი მოქალაქეების გარდა, დანაშაულებრივ ჯგუფებიც ადევნებენ თვალ-ყურს.

„რა თქმა უნდა არის საზოგადოებაში კითხვის ნიშნები და საკმაოდ ლეგიტიმურადაც, როგორ მოხვდა ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფება საქართველოში, თუმცა ამავდროულად უნდა აღვნიშნოთ, რომ სუს-ის მხრიდან იყო სპეციალური ბრიფინგი ჩატარებული , სადაც ამ დეტალებზე იყო ყურადღება გამახვილებული. არავინ მალავს, რომ ახმედ ჩატაევი საქართველოში შემოვიდა ე.წ. მწვანე საზღვრიდან. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან სამწუხაროდ ტერორიზმს დანაშაულებრივ წრეებში იმხელა მხარდაჭერა ქვს და იმდენად მძლავრია ტერორისტული დაჯგუფებები მთელ მსოფლიოში, რომ ისინი სამართალდამცველებისგან შეუმჩნევლად ახერხებენ ერთი ქვეყნიდან მეორში გადასვლას, ასევე იქ თავიანთი მაქინაციური საქმიანობის შედეგად რჩებიან შეუმჩნეველნი. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს ყველა ქვყანაში ხდება, სადაც ტერაქტები განხორციელდა, მაგალითისთვის საფრანგეთი, ესპანეთი, თვით აშშ-ც კი.მთავარი ეფექტიანობა ჩვენი სამართალდამცველების არის სწორედ იმაში, რომ ამ ადამიანებმა ვერ შეძლეს თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის სრულყოფაში და მოქმედებაში მოყვანა. ჩვენ ავიცილეთ ტერაქტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ფარგლებს გარეთაც, სწორედ ჩვენი სამართალდამცველების ეფექტიანი მოქმედებით და რა თქმა უნდა ამ საქმეში ბუნებრივია ჩვენ მარტოები არ ვართ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ჩვენს გვერდით არიან.

ჩვენ ვნახეთ ჩატაევმა და მისმა დაჯგუფებამ როგორი შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია ჩვენს სამართალდამცველებს. მათ რომ სისრულეში მოეყვანათ თავიანითი განზრახვა, ვნახავდით რა დიდ ტრაგედიას მივიღებდით ქვეყანაში.

მე მგონია ამ საქმესთან მეტი დეტალის გასაჯაროვება რთულია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

სწორედ ქვეყნის და ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის მეტი დეტალის მიწოდება უფრო დამაზიანებელი იქნება, რადგან გასაჯაროებულ ინფორმაციას მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები არ ადევნებენ თვალ-ყურს, ამას თვალ-ყურს ადევნებენ დანაშაულებრივი წრეები და შეიძლება ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იყოს მეტი დეტალური ინფორმაციის გავრცელება“, - განაცხადა სოფო კილაძემ „იმედის“ ეთერში. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება