ალეკო ელისაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიქრს არ გამოვრიცხავ

ალეკო ელისაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიქრს არ გამოვრიცხავ
12 / 01 / 2018 12:06

ალეკო ელისაშვილი საზოგადოებრივი-პოლიტიკური მოძრაობის დაარსებას გეგმავს. ამის შესახებ მან „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.


ელისაშვილი აქცენტს საპარლამენტო არჩევნებზე აკეთებს, თუმცა საპრეზიდენტო არჩვნებზე ფიქრსაც არ გამორიცხავს.

„რა თქმა უნდა უფრო მნიშვნლოვანი იქნება საპარლამენტო არჩვნები, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიქრსაც არ გამოვრიცხავ. ვნახოთ, ეს მომავლის ამბავია, თუმცა არც ისე შორეული, რადგან გაზაფხულიდან რეალურად კამპანია დაიწყება. არ ვიცი, ვიფიქრებ ამაზე. უფრო მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 2 წელიწად ნახევარში იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან ამ დაჭაობებულ ქვეყანას ჭაობიდან ამოყვანა სჭირდება“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თავად იქნება თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატი, ელისაშვილმა უპასუხა: „ არ ვიცი, ვნახოთ, ეს ადრეა. მაგრამ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ორგანიზაციას თუ შევქმნი, მე არ შევქმნი ელისაშვილის პარტიას, ან ელისაშვილების, რამდენიმე აქტიური ელისაშვილია საზოგაოდებრივ ასპარესზე. პირიქით, მე რაც არ მომწონს, ეს არის ბელადური პარტიები, რადგან ეს ბელადების პარტიების ტრადიცია გრძელდება. ამან გამოალპო ჩვენი პოლიტიკური სისტემა. ოპოზიციაც უძლურია, ხელისუფლებაც უცნაური რაღაცეებით არის დაკავებული. შიგნიდან არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის იდეაზე დაფუძნებული, ყველა არის ბელადზე მიბმული. უნდა იყოს დემოკრატიაზე დამყარებული ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარე მაგალითაც შეიძლება მე სულაც არ ვიყო“. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება