კალაძე: "სითი ინსტიტუტმა" დღის ბოლომდე წარმოადგინოს ვადები როდის შეძლებს დოკუმენტის სრულყოფას

კალაძე: "სითი ინსტიტუტმა" დღის ბოლომდე წარმოადგინოს ვადები როდის შეძლებს დოკუმენტის სრულყოფას
12 / 01 / 2018 12:29

"დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა თუ როგორ და რა ვადებში შეძლებენ ამ დოკუმენტის სრულყოფას",- ამის შესახებ კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"მოგეხსენებათ, თბილისის ურბანული განვითარება ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ შევიმუშავებდით თბილისის მიწათსარგებლობის ისეთ გენერალურ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის მდგრად და სტაბილურ განვითარებას. თბილისის მიწათსარგებლობის ეფექტიანი გეგმის შემუშავება ქალაქის სტრატეგიულად სწორი განვითარებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მიწათსარგებლობის გენგგმა არის ურთულესი კომპელქსური დოკუმენტი, რომელიც შედგება არსებული მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტის შესწავლის, კვლევის გაანალიზებული მონაცემების გათვალისწინებული და თანამედროვე გამოცდილებით მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებებისგან.

ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა განაშენიანების გეგმაზომიერი და მდგრადი განვითარება. ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფი ზრდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პრობლემის გადაწყვეტა. ეკოლოგიური მდგომარეობის შესაბამისობაში მოყვანა, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და მოვლა.

მინდა ვთქვა, რომ გენგეგმის შესამუშავებლად არქიტექტურის სამსახურსა და სითი ინსტიტუს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც 2 წლის წინ იქნა გაფორმებული, გაწეულია მნიშვნელოვანი სამუშაოები. მისი ნაწილი მისაღები და გამოსადეგია. თუმცა დოკუმენტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია და მთელი რიგი მიმართულებით საფუძვლიანი სამუშაოებია გასაწევი, რათა ამ სახით გენგეგმის მიღებამ მომავალში დამატებითი პრობლემები არ შეუქმნას ჩვენს ქალაქს.

კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულების პირობის გათავლისწინებით, რამდენჯერმე ეცნობა ჩვენი პოზიცია, თუმცა სამწუხაროდ გენგეგმის დასკვნითი დოკუმენტი ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს

მინდა გაცნობოთ, ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ სწორედ დღეს გვეწურება ვადა , რომ მივიღოთ გადაწყვეტილება მიიღებს თუ არა მერია სითი ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ  გენგეგმას, მის დასკვნით დოკუმენტს.

ვაცნობიერებთ რა გენგეგმის მნიშვნელობას, ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას დავუშვათ შეცდომა, წავიდეთ კომპრომისზე და მივიღოთ არასრულყოფილი დოკუმენტი. ჩვენ ვითავლისწინებთ ფაქტობრივ მოცემულობას და იმ სამუშაოებს რომელიც გასწია კომპანიამ. პირადად ჩვენთვის, გუნდისთვის მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის მიღება.

კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას საკუთარი რესურსების გათვალისწინებით დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა თუ როგორ და რა ვადებში შეძლებენ ამ დოკუმენტის სრულყოფას.

მერია სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ მათთან თანამშრომლობისთვის, რათა იქნეს მიღებული გენგეგმა",- განაცხადა კალაძემ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება