კახა კალაძე: მე მივიღებ გადაწყვეტილებას, ვის რამდენი პრემია გამოვუწერო

კახა კალაძე: მე მივიღებ გადაწყვეტილებას, ვის რამდენი პრემია გამოვუწერო

''მე მივიღებ გადაწყვეტილებას, სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად ვის რამდენი პრემია გამოვუწერო“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერის მოადგილეებისა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების ხელფასები და დანამატები გაერთიანებულად გაიცემა.

“ადრე ხელფასი ცალკე იყო, დანამატი ცალკე, პრემია კიდევ ცალკე. ხელფასი და დანამატი ერთიანდება.

რაც შეეხება პრემიას, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მე მივიღებ. ეს არის წახალისების ერთ-ერთი მიმართულება, ეს ყველა ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაშია“- აღნიშნა კალაძემ.

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

06 ივნისი, 2018

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა...

ახალი სტატიები