2017 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები მსოფლიოს 97 ქვეყნიდან ესტუმრნენ

2017 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები მსოფლიოს 97 ქვეყნიდან ესტუმრნენ
12 / 01 / 2018 14:30

2017 წელს, დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები მსოფლიოს 97 ქვეყნიდან ესტუმრნენ, მათგან ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან.

წელს ვიზიტორთა რაოდენობა განსაკუთრებით, 203%-ით გაიზარდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, 64%-ით ინდოეთიდან, 63%-ით ლატვიიდან, 48%-ით ლიტვადან და რუსეთიდან. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს პირველად ესტუმრნენ ვიზიტორები ლიბანიდან, ლიბიიდან, ტაჯიკეთიდან, იემენიდან, ტუნისიდან, სამხრეთ სუდანიდან და ნეპალიდან.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2017 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით მოიმატა და 954 397 შეადგინა.

2017 წელს 2016 წელთან შედარებით უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 33%-ით გაიზრდა, ხოლო ქართველების 28%-ით. ვიზიტორთა 57% ქართველი, 43% კი უცხოელია.

ყველაზე პოპულარული ტერიტორიების ტოპ 5-ეული ასე გამოიყურება:

პრომეთეს მღვიმე - 163 941

მარტვილის კანიონი - 147 374

ყაზბეგის ეროვნული პარკი - 154 085

სათაფლია - 85 526

ოკაცეს კანიონი - 73 113

ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე:

მაჭახელას ეროვნული პარკი - ზრდა 147%

მარტვილის კანიონი - ზრდა 136%

ალგეთის ეროვნული პარკი - ზრდა 74%

თბილისის ეროვნული პარკი- ზრდა 47%

მტირალას ეროვნული პარკი - ზრდა - 41%

ოკაცეს კანიონი - ზრდა - 40%

პრომეთეს მღვიმე - ზრდა - 19%

20 ადმინისტრაციიდან მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის წვლილი საქართველოს ეკონომიკაში შეადგენს 86 542 878 ლარს, რაც მოიცავს როგორც ეკოტურისტული სერვისების, ისე ადგილობრივი ბიზნესის შემოსავლებს. კვლევა დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაკვეთით, პროექტის „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“ ფარგლებში გერმანელმა ექსპერტმა ყაზბეგის, ლაგოდეხის, მარტვილის, მტირალას და პრომეთეს დაცულ ტერიტორიებზე ჩაატარა. კვლევა ეფუძნება საქსტატისგან, ვიზიტორებისა და ადგილობრივი ტურისტული სერვისების მიმწოდებლებისგან მიღებულ ინფორმაციას.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება