დიმიტრი ხუნდაძე: პარლამენტში ნარკოტიკების შესახებ წარდგენილი კანონპროექტი მაღალ რისკებს შეიცავს

დიმიტრი ხუნდაძე: პარლამენტში ნარკოტიკების შესახებ წარდგენილი კანონპროექტი მაღალ რისკებს შეიცავს

აპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ნარკოტიკების შესახებ კანონპროექტი გარკვეულ რისკებს შეიცავს და მისი იმ ფორმით მიღება, როგორც ახლაა წარდგენილი პარლამენტში მიუღებელია.

"კანონპროექტი შეიცავს მაღალ რისკებს და მისი ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, ქვეყანაში გაიზრდება ნარკოტიკების მოხმარება, გაიზრდება კრიმინალი. ვფიქრობ, ამ მასშტაბის კანონპროექტი, რომელიც ეხება არამხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებლებს, არამედ საზოგადეობის უდიდეს ნაწილს, რომელიც არ მოიხმარს ნარკოტიკებს, საჭიროა ეს გახდეს ფართო მსჯელობის საგანი, ასე ნაჩქარევად მიღება არის გაუმართლებელი. ვთანხმდებით, მხოლოდ ერთ საკიხზე, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება არ გავრცელდეს",- განაცხადა ხუნდაძემ.

საქართველოს საპატრიარქომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, თუმცა საპატრიარქო ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები