ზოიძე: ნარკოდამოკიდებულებისგან ხშირ შემთხვევაში რწმენასთან ზიარებით გათავისუფლებულან

ზოიძე: ნარკოდამოკიდებულებისგან ხშირ შემთხვევაში რწმენასთან ზიარებით გათავისუფლებულან

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძესთვის ნარკოტიკებთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადება მისასალმებელია.

"საზოგადების ასეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როდესაც საპატრიარქო აკეთებს განცხადებას, მხოლოდ მისასალმებელია. ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა დიდი როლი საქართველოში, სწორედ ამ პრობლემასთან ბრძოლის მიმართულებით. თუ ვინმე ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლებულა, ხშირ შემთხვევაში ეს არის რწმენასთან და სულიერებასთან ზიარებით", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, ნარკოტიკების მცირე დოზით მოხმარებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე კონსულტაციები კიდევ გაგრძელდება და განხილვაში კიდევ უფრო მეტი ჯგუფი ჩაერთვება.

"მხოლოდ ამ კონსულტაციების შედეგად შეჯერდება უმრავლესობა", - დასძენს აკაკი ზოიძე.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, თუმცა საპატრიარქო ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები