ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციის ახალი რედაქცია საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას გაუადვილებს

ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციის ახალი რედაქცია საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას გაუადვილებს
12 / 01 / 2018 16:19

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას გაუადვილებს. ამის შესახებ მან ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ევა გოცირიძის მოსამართლის ფიცის დადების ცერემონიალს დაეწსრო.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად მუშაობას ნოემბრიდან დაიწყებს.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, დაგვეხვეწა ქვეყნის ძირითადი კანონი და შეგვემუშავებინა ისეთი ნორმები, რომლებიც გაუადვილებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას. იყო მთელი რიგი ხარვეზები, მათ შორის კონსტიტუციის მეორე თავში, რომელიც არის მთავარი მასშტაბი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ასევე იყო სხვადასხვა ტიპის წინააღმდეგობები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ამოცანა სათანადოდ შევასრულეთ.
რაც შეეხება უშუალოდ მეორე თავს, დადგენილია ახალი სტანდარტები, მთელი რიგი ძირითადი უფლებებისთვის უფრო ამაღლებულია დაცვის სტანდარტები, ასევე დადგენილია მთელი რიგი ახალი უფლებები, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციონალიზმისათვი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ნოემბრიდან უკვე ამ ახალი სტანდარტებით დაიწყებს საკონსტიტუციო სასამართლო მუშაობას და უზრუნველყოფს კონსტიტუციით დადგენილი პრინციპების და ნორმების სათნადოდ დაცვას.
იგივე ეხება კონსტიტუციის სხვა თავებს, რომლებითაც მოწესრიგებულია კომპენტენციები ხელისუფლების ორგანოებს შორის და უფრო მეტი სიცხადეა შეტანილი ამ უფლებამოსილებებში.
ზუსტად ამ ყველაფრის საფუძველზე იმუშავებს საკონსტიტუციო სასამართლო და მას მუშაობას გაუადვილებს კონსტიტუციის ახალი რედაქცია. ჩვენ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გადავლახეთ. დიდი საქმე არ კეთდება დიდი წინააღმდეგობის გარეშე, თუმცა ჩვენ დავძლიეთ ეს წინააღმდეგობები და დღეს აქვს ქვეყანას ძალიან დახვეწილი კონსტიტუცია. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი კონსტიტუციური ორგანოების ფუნქციონირება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება