ბუკია: საკონსტიტუციოს უგუნური გადაწყვეტილებით, მარიხუანას მომხმარებელთა რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა

ბუკია: საკონსტიტუციოს უგუნური გადაწყვეტილებით, მარიხუანას მომხმარებელთა რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორების" თავმჯდომარე, გიგა ბუკია, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის ინიციატივას მხარს არ უჭერს და "აიპრესთან" აცხადებს, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც საქართველოში მარიხუანას მომხმარებელთა რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა.

"კანონპროექტი, რომელიც ინიცირებულია პარლამენტში, უმრავლესობის ინიციატივა არ არის. ეს რამდენიმე დეპუტატის ინიციატივაა, აკაკი ზოიძის და კიდევ 4 პარლამენტის წევრის. ეს კანონპროექტი არ იყო შეთანხმებული უმრავლესობასთან.

ვითხოვეთ, ვიდრე ეს კანონპროექტი იქნებოდა ინიცირებული, ჯერ უმრავლესობაში ყოფილიყო გავლილი, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ ღია ფორმატში ჯობდა განხილვა.

უმრავლესობის დიდი ნაწილი ამ კანონპროექტს მხარს არ უჭერს, ვინაიდან საშიში მუხლებია გათვალისწინებული, როგორც ნარკოტიკის მომხმარებელთა, ასევე გამავრცელებელთან მიმართებაში. თუ ეს კანონპროექტი მიიღეს იმ ფორმით, რა ფორმითაც არის ინიცირებული, ქვეყანაში მძიმე ნარკოტიკების გავრცელებისა და მოხმარების სერიოზული ზრდა იქნება. აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივას მხარს არ ვუჭერთ.

ჩვენ ვამბობთ, ვინც ნარკომანია მათთვის ისეთ პირობები შევქმნათ, რომ ნარკოტიკული საშუალება ხელმისაწვდომი არ იყოს. საკონსტიტუციოს უგუნური გადაწყვეტულების შემდეგ მარიხუანას მოხმარება ქვეყანაში 10-ჯერ გაიზარდა.

- საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

- საიდან მაქვს და ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, დავდივარ მოსახლეობასთან. ვხვდები ახალგაზრდებსაც, მათ შორის ნარკომომხმარებლებსაც ვიცნობ და მათ შორის სხვებისგან განსხვავებით ქუჩაში დავდივარ და ვიცი რაც ხდება ქვეყანაში. თქვენც შეგიძლიათ მოიძიოთ ისეთ ადამიანთან, ვისაც ახალგაზრდებთან აქვს ხშირი ურთიერთობა და გეტყვით, რომ დღეს მარიხუანას ხელმისაწდომობა არის ბევრად უფრო მარტივი, ვიდრე ყოფილა ოდესმე. მითუმეტეს, პაპუაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

არის ჩვეულებრივი გამოკითხვები და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები, რაც ცალსახად გვიჩვენებს, რომ მარიხუანას მოხმარება გაზრდილია.

თუ კანონპროექტი მძიმე ნარკოტიკზეც იქნება ისეთივე, როგორიც მარიხუანაზეა დეკრიმინალიზებული, სამწუხაროდ შიში მაქვს, რომ მოხმარება იქნება უფრო მასიური ვიდრე არის. არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი მიდგომა".- განაცხადა გიგა ბუკიამ "აიპრესთან".

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები