გიორგი ტუღუში ნარკოპოლიტიკაზე: მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კანონპროექტის მიღება

გიორგი ტუღუში ნარკოპოლიტიკაზე: მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კანონპროექტის მიღება
12 / 01 / 2018 18:31

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მსჯელობა გახსნილია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.

როგორც ტუღუშმა „აიპრესს“ უთხრა, მას ამ თემაზე საპატრიარქოს გუშინდელი განცხადება არ წაუკითხია, თუმცა იცის მისი პოზიცია, რომ ის დეკრიმინალიზაციისა და ლიბერალიზაციის მომხრეა.

„ეს თემა საკმაოდ რთული და კომპლექსური თემაა. იცით, რომ საკმაოდ დიდი ხანია ამაზე მსჯელობა გახსნილია და ძალიან აქტიურია არასამთავრობო სექტორიც. ბოლო პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით ეკლესიამაც დააფიქსირა თავისი პირდაპირი პოზიცია. თუმცა, რა თქმა უნდა გადაწყვეტილება საბოლოოდ პარლამენტმა უნდა მიიღოს.

შესაბამისად, პარლამენტის შიგნით უნდა მოხდეს შეჯერება. კარგად იცით, რომ ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა. რამდენიმე წუთის წინ გავეცანი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ კანონპროექტის მიღება მალე ვერ მოხერხდება, ვინაიდან აუცილებელია მთელი რიგი საკითხების შეჯერება.

რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, ჩვენ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებას ვუჭერთ მხარს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დეკრიმინალიზება. ჩვენ ვმონაწილეობთ იმ ფორმატებში, რომელიც არსებობს და ჩვენი პოზიცია გაგვაჩნია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს კანონპროექტის მიღება და მასში გათვალისწინებული იყოს ის მნიშვნელოვანი პრინციპები, რომლებიც დეკრიმინალიზაციის გარდა შექმნის საშუალებას, რომ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა, მათ ამის საშუალება რეალურად გააჩნდეთ“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

კითხვაზე, იზიარებენ თუ არა საპატრიარქოს განცხადებაში გამოთქმულ შეფასებებს? - დეპუტატი ასე პასუხობს:

„საპატრიარქოს განცხადება არ წამიკითხავს, თუმცა ვიცი რომ ისინი დეკრიმინალიზაციისა და ლიბერალიზების მომხრეები არიან. ჩვენ თავიდანვე მხარს ვუჭერდით ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებას. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია, მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო მაგალითი პორტუგალიაა, რომელსაც ეს გაკეთებული აქვს. ვფიქრობ, რომ შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა ამ მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს საპატრიარქომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ მოხდეს გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და მოხდეს საზოგადოების სხვადასხვა ფენის მაქსიმალური ჩართულობა. საპატრიარქო განცხადებაში რეკომენდაციებსაც ავრცელებს.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება