ბუკია: ნარკოტიკის მოხმარებაზე საქართველოს ციხეებში სულ 4 ადამიანი ზის, და არა ასობით

ბუკია: ნარკოტიკის მოხმარებაზე საქართველოს ციხეებში სულ 4 ადამიანი ზის, და არა ასობით

ამის შესახებ "აიპრესთან" საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარემ გიგა ბუკიამ განაცხადა.

დეპუტატი თვლის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციით უგუნური გადაწყვეტილება მიიიღო. შედეგად კი მომხმარებელთა რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა.

გიგა ბუკია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის ინიციატივას მხარს არ უჭერს.

"კანონპროექტი, რომელიც ინიცირებულია პარლამენტში, უმრავლესობის ინიციატივა არ არის. ეს რამდენიმე დეპუტატის ინიციატივაა, აკაკი ზოიძის და კიდევ 4 პარლამენტის წევრია. ეს კანონპროექტი არ იყო შეთანხმებული უმრავლესობასთან.

ვითხოვეთ, ვიდრე ეს კანონპროექტი იქნებოდა ინიცირებული, ჯერ უმრავლესობაში ყოფილიყო გავლილი, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ ღია ფორმატში ჯობდა განხილვა.

უმრავლესობის დიდი ნაწილი ამ კანონპროექტს მხარს არ უჭერს. ვინაიდან საშიში მუხლებია გათვალისწინებული, როგორც ნარკოტიკის მომხმარებელთა, ასევე გამავრცელებელთან მიმართებაში. თუ ეს კანონპროექტი მიიღეს იმ ფორმით, რა ფორმითაც არის ინიცირებული, ქვეყანაში მძიმე ნარკოტიკების გავრცელებისა და მოხმარების სერიოზული ზრდა იქნება. აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივას მხარს არ ვუჭერთ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ნარკოტიკის მოხმარებაზე ათასობით ადამიანი იხდის სასჯელს, ტყუილია! მე მაქვს ოფიციალური ინფორმაცია სასჯელაღსრულების სამინისტროდან, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მასშტაბით სულ 4 ადამიანი იხდის სასჯელს მძიმე ნარკოტიკის მოხმარებაზე, 273-ე მუხლით.

ის რომ, მკურნალობა ზიანის შემცირების მიმრთულებით უნდა გაძლიერდეს, რა თქმა უნდა ამას ვემხრობით და მომხმარებელი ამ სენისგან უნდა გათავისუფლდეს.

ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ძალიან ბევრი რეფორმა, საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილებები განხორციელდა და ძალინ ბევრი ხელშესახები შედეგი გვაქვს.

ჩვენ ვფიქრობთ, თუ რამე კიდევ საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანაში ნარკოტიკის მომხმარებლემა იკლოს და ამ სენისგან გათავისუფლდეს, ამაზე ერთად უნდა ვიმსჯელოთ, ერთამენთის აზრი გავითვალისწინოთ და საზოგადოებასთან ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება.

როგორ შეაფასებთ საპატრიაროს განცხადებას მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე?

რაც შეეხება საპარიარქოს განცხადებას, რა თქვა უნდა ვემხობი. ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და აინტერესებთ, ის ცვლილება რომელიც ხორციელდება ქვეყნაში რამდენად ადეკვატურია და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ნარკოტიკის მოხმარების შემცირებას. მაგრამ, ინიცირებული კანონპროეტი შემცირებას კი არა, პირდაპირ გავრცელების გაზრდას ემსახურება. მაგლითად, იტალიაში მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე ჩატარდა რეფერენდუმი.

ვინც ნარკომანია მათ ვუმკურნალოთ, დავეხმაროთ, მაგრამ არ გავზარდოთ მათი რაოდენობა.

ჩვენ ვამბობთ, ვინც ნარკომანია მათთვის ისეთ პირობები შევქმნათ, რომ ნარკოტიკული საშუალება ხელმისაწვდოვი არ იყოს.

საკონსტიტუციოს უგუნური გადაწყვეტილების შემდეგ, ქვეყანაში მარიხუანას მოხმარება 10-ჯერ გაიზარდა.

- საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

საიდან მაქვს დაამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, დავდივარ მოსახლეობასთან. ვხვდები ახალგაზრდებსაც, მათ შორის ნარკომომხმარებლებსაც ვიცნობ და სხვებისგან განსხვავებით ქუჩაში დავდივარ, ვიცი რაც ხდება ქვეყანაში. აქედან გამომდინარე მაქვს ეს ინფორმაცია და თქვენც შეგიძლიათ მოიძიოთ ისეთ ადამიანთან, ვისაც ახალგაზრდებთან აქვს ხშირი ურთიერთობა და გეტყვით, რომ დღეს მარიხუანის ხელმისაწდომობა არის ბევრას უფრო მარტივი, ვიდრე ყოფილა ოდესმე. მოთუმეტეს, პაპუაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

არის ჩვეულებრივი გამოკითხვები, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები ცალსახად გვიჩვენებს, რომ მარიხუანას მოხმარება არის გაზრდილი.

სამწუხაროდ შიში მაქვს, თუ კანონპროექტი მძიმე ნარკოტიკზეც იქნება ისეთივე, როგორიც მარიხუანაზეა დეკრიმინალიზებული, დიდი რაოდენობით გაიზრდება მოხმარება და იქნება უფრო მასიური, ვიდრე არის. არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი მიდგომა.

ჩვენ ყველა ერთად უნდა დავირაზმოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა, მომავალმა თაობამ, განსაკუთრებით ვინც მოწყვლადია ნარკოტიკთან მიმართებაში, ვისაც სრულად არ აქვს ჩამოყალიბებული თავის ხედვა, ცხოვრებისეული გამოცდილება, მათ ეხებათ ეს ყველა უფრო მწარედ.

ვიმეორებ, მომხმარებელი თუ დანაშაულს არ ჩადის, რა თქმა უნდა ციხეში არ უნდა გაუშვათ. ხაზს ვუსვამ ოთხადოთხი ადამანია ციხეში, ესეც იმიტომ რომ სხვადასხვა მძიმე თემებთან იყო დაკავშირებული... არანაირი 100 და არანაირი ათასი.

იმედია დოკუმენტს მაჩვენებთ სადაც ეს წერია, რომ ციხეებში ნარკოტიკის 4 მომხმარებელია...

რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი განმარტება, წერილი 2 თვის წინ გამოვითხოვე და წერია რომ 5 პირია ციხეში, მაგრამ ერთი უკვე გათავისუფლებულია და მალე იმ ოთხსაც გაათავისუფლებენ.

აღამასრულებელი ხელისუფლება რას ფიქრობს ამ კანონპროექტზე?

მე რა პოზიციაც დავაფიქსირე, მსგავსი მიდგომები აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას. მათ შორის პრემიერისა და სხვა ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია თანხვედრაშია იმასთან რაზეც მე ვსაუბრობ.
 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები